სხვა ამბები

ახალი ამბები

კიმიხი 2025 წლამდე ბაიერნელია

ბაიერნის ხელმძღვანელობამ იოზუა კიმიხთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, იუწყება fcb.de. 26 წლის ფეხბურთელი რეკორდმაისტერში 2015 წლიდან ასპარეზობს.

"ბაიერნში ყოველდღიურად სიამოვნებას ვღებულობ, ეს კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი გახლდათ. ვთამაშობ ისეთ გუნდში, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ვთვლი, რომ განვითარების პიკს ჯერ ვერ მივაღწიე. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ყველაფერია შესაძლებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ ჩემი ოჯახი მიუნხენში თავს მშვენივრად გრძნობს", განაცხადა იოზუა კიმიხმა.

"კიმიხი ბაიერნთან 100%-ით იდენტიფიცირდება. მან იცის, რომ ბაიერნში ამბიციური მიზნების მიღწევას შეძლებს. მას მშვენიერი კონტრაქტი შევთავაზეთ", აღნიშნა ოლივერ კანმა.


23-08-2021