სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა გამარჯვება მოიპოვა

შეხვედრა კიოლნის უპირატესობით დაიწყო, "თხებმა" რამდენიმე კუთხური მოაწოდეს. რეკორდმაისტერი კონტრშეტევებზე გადადიოდა, რომლებშიც ლევანდოვსკი აქტიურობდა. მე-7 წუთზე დარტყმა გორეცკას ვერ გამოუვიდა. თითქმის ეგრევე მიულერმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარებს ასცდა. ნელ-ნელა ბაიერნმა ბურთზე კონტროლი გაამწესა. მე-19 წუთზე "თხებმა" ნოიერი პრესინგში მოაქციეს, საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. გნაბრის დარტყმას მცველი გადაეღობა. ზულეს დრიბლინგის შემდეგ ჰორნმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. საჯარიმო უტის შესრულებით კედელს ხვდება, განმეორებითი დარტყმა თავდასხმელს ვერ გამოუვიდა. 33-ე წუთზე საჯარიმოში დეივისი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გარისკა. ზანეს საკმაოდ ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე ბაიერნმა ლამაზი კომბინაცია გაათამაშა, მაგრამ დასკვნით ფაზაში გნაბრი ბურთს ვერ შეწვდა. შესვენებაზე გუნდები უგოლო ფრედ გავიდა.

მეორე ნახევარი მუსიალას დარტყმით დაიწყო, რომელიც კარებს ზემოდან ასცდა. ჯამალი მინდორზე შესვენების შემდეგ გამოვიდა. მუსიალა თამაშში მშვენივრად ჩაირთო. 49-ე წუთზე ჯამალმა სოლო რეიდი განახორციელა, რომლის შემდეგ გადაცემა ლევადოვსკიზე შეასრულა. პოლონელმა საკუთარი შანსი გამოიყენა, 1:0! ბაიერნმა კურაჟი დაიჭირა, 57-ე წუთზე გნაბრიმ მეორე ბურთი გაიტანა, 2:0! თითქმის ეგრევე "თხებმა" ერთი ბურთი გაჰქვითეს. გოლი მოდესტემ მიითვალა, 2:1... კიოლნმა საოცრება ჩაიდინა, 2:2... ბურთი უტმა შეაგდო. 71-ე წუთზე გნაბრიმ ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა, 3:2! 88-ე წუთზე ბაიერნის კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ მეკარემ ბურთი ხაზზე დაიჭირა. ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა!


22-08-2021