სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ჰიონესთან და რუმენიგესთან კარგ კონტაქტში ვიმყოფებით. კრიტიკა მათგან არ მომისმენია. ჰიონესის პრესაში გავრცელებულ ფრაზას მხოლოდ განცხადების ფორმა ჰქონდა".

"სეზონის დაწყების წინ წნეხს ვგრძნობდით. ახლა ბევრ უბრალო შეცდომას ვუშვებთ. ამის აღმოფხვრაზე მუშაობა გვმართებს".

"როდესაც გუნდი მატჩს ვერ იგებს, ამაში მწვრთნელის ბრალიც არის. მაგრამ დავატებ, რომ აიაქსმა მშვენიერი თამაში აჩვენა".

"ხამესი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 მოთამაშის დაყენება შემიძლია. ხამესს საკმაო სათამაშო დრო ექნება, ასევე როგორც ყველა დანარჩენ ფეხბურთელს".

"შაბათს ჰუმელსი მატჩის განაცხადში შევა. სამედიცინო შტამბა მწვანე შუქი აგვინთო".

"როდესაც ბაიერნში მუშაობ ზეწოლას ყოველთვის გრძნობ. ხანდახან ამ მდგომარეობას სარგებელი მოაქვს".

"არსებულ სიტუაციას კრიზისს არ დავარქმევდი. წარუმატებელი ფაზაა, რომელიც ნებისმიერ სხვა გუნდსაც ექნება".

"გავრცელებული ჭორების მიუხედავად, გუნდში პოზიტიური განწყობა სუფევს. რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესის განუყრელი ნაწილია. ყველას წარუმატებელი მატჩების სერიის შეწყვეტა გვსურს".


05-10-2018