სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა სუპერთასი მოიპოვა!

დორტმუნდმა მატჩი ძალიან უხეშ სტილში დაიწყო. მინდორზე ჯერ კიმიხი და შემდეგ გორეცკა აღმოჩდნენ. მსაჯმა მასპინძლებს ყვითლები არ აჩვენა. ბაიერნმა მცველები შეცდომებზე დაიჭერა, მაგრამ ბურთის გატანა ვერ შეძლო. მე-15 წუთზე გნაბრიმ კომანი მონახა, მაგრამ ფრანგმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. 20-ე წუთზე ნოიერმა ბაიერნი გადაარჩინა. მანუმ ახლო დუელში როისს აჯობა. როისის მომდევნო შანსი, მაგრამ მარკომ სტანდარტიდან ააცილა. მუკოკოს დარტყმა ნოიერი ადგილზეა. 34-ე წუთზე ლევანდოვსკის მომენტი, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ორ წუთში მუკოკომ ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდის გამო გოლი არ ჩათვალა. კომანის ძლიერი დარტყმა, ბურთი შორეულ კუთხეს ოდნავ ასცდა. 41-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ანგარიში გახსნა, 0:1! გადაცემა მას გნაბრიმ შეუსრულა.

მეორე ნახევარი თომას მიულერის გოლით დაიწყო, 0:2! ლევანდოვსკიმ თომასზე გადაცემით ქუსლით შეასრულა, მიულერმა ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა! 53-ე წუთზე ჰოლანდმა გოლი შეაგდო, მაგ ვალა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ დორტმუნდმა უპირატესობა მოიპოვა. მომენტს მომენტზე ქმნიდა. 66-ე წუთზე როისმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2... საშუალო დისტანციიდან ლევანდოვსკიმ გაისროლა, ბურთი კარებს ასცდა. 76-ე წუთზე აკანჯის შეცდომა ლევანდოვსკიმ გამოიყენა, 1:3! 87-ე წუთზე გორეცკამ დაარტყა, მეკარე ადგილზე იყო. მატჩის მიწურულს მომენტი ჰოლანდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.


18-08-2021