სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"გამარჯვების მოპოვება და პირველი ტიტულის აღება მშვენიერი იქნებოდა. ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანის შეხვედრის ჩატარება, მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ბუნდესლიგაში კარგი სტარტი ჰქონდა. რა თქმა უნდა, შევეცდებით პირველი გამარჯვების მოპოვებას. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".

"ჰოლანდი განსაკუთრებული ფეხბურთელია. დაცვის ხაზი ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს. მისთვის თავისუფალი ზონების დატოვება არ შეიძლება. ძალიან ძლიერი და სწრაფია. ბურთის დაკარგვის შემდეგ კონტრპრესინგის გამოყენება გვმართებს. მეტოქეს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბურთი ჩვენი მცველების ზურგის უკან გადაგზავნონ. იქნება სიტუაციები, რომლებშიც შეიძლება შეცდომები დავუშვათ, მაგრამ კარებში მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გვყავს. წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშით მივაღწევთ".

"ლიუკა ერნანდეზი ბურთთან ვარჯიშებს დაუბრუნდა. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. მწყობრში დასაბრუნებლად მას დრო დასჭირდება".

"გლადბახთან მატჩში დეივისმა შეტევებში ჩართვისას უმაღლესი დონის თამაში აჩვენა. დაცვაში მას ნაკლებად უმართლებდა, მაგრამ ეს რიტმის მოპოვების საკითხია".

"უპამეკამომ გუნდთან მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. მისი მისამართით კრიტიკა ჩემთვის გაუგებარია. ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ახალ გუნდში საკუთარი ადგილი უნდა მოიპოვოს და რიტმი მოძებნოს".

"იგივე შემადგენლობა გვეყოლება, რაც გლადბახთან მატჩში იყო. შეიძლება ტოლისო დაგვემატოს, რომელიც ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება".


16-08-2021