სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა გლადბახიდან ქულა წამოიღო

მატჩი გლადბახის შეტევებით დაიწყო. მეორე წუთზე ბაიერნი გოლს გადაურჩა. ხელსაყრელი პოზიციიდან ჰერმანმა კარებს ააცილა. ოთხ წუთში კარები უკვე ნოიერმა გადაარჩინა. ლევანდოვსკიმ გნაბრი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. მეათე წუთზე გლადბახმა შეაგდო. დაცვის ხაზი ისევ ჩავარდა, 1:0... მე-14 წუთზე ბაიერნმა ლამაზი შეტევა განახორციელა, მაგრამ ზომერი ადგილზე იყო. 23-ე წუთზე გინტერმა კარებს ააცილა. ლევანდოვსკის კარგი დარტყმა ახლო დისტანციიდან, მაგრამ ისევ ზომერი. ზომერი საოცრებებს სჩადის. 44-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, 1:1! ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი ბაიერნის უპირატესობით დაიწყო. საშუალო დისტანციიდან ზანემ დაარტყა მეკარე ბურთს დაეუფლა. ლეროიმ ასისტენტის ფუნქციები შეითავსა, ლევანდოვსკიზე ჩააწოდა, მაგრამ პოლონელს თაური დარტყმა სუსტი გამოუვიდა. დეივისის მომენტი, მაგრამ ზომერმა ისევ იყოჩაღა. ზომერი საოცრებებს სჩადის ისევ! 70-ე წუთზე გმირობა უკვე ნოიერმა ჩაიდინა. ხუთ წუთში მინდორზე კომანი და მუსიალა გამოჩნდნენ. გნაბრი და ზანე სკამზე გადაინაცვლნენ. მატჩის მიწურულს მსაჯმა ბაიერნი დაინდო. უპამეკანომ საჯარიმოში ტიურამი წააქცია, მაგრამ ფრიცმა პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კიმიხს ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ კარებს ააცილა. ბაიერნმა გლადბახიდან ქულა წამოიღო.


14-08-2021