სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩემპიონატის სტარტს ყოველთვის მოუთმენლად ელოდები. ეს მოლოდინის და დაძაბულობის ნაზავს წარმოადგენს".

"გლადბახს ძალიან კარგი და ძალიან ამბიციური გუნდი ჰყავს. ტრავმების და სანაკრებო ფეხბურთელების გვიანი დაბრუნების გამო 100%-ით მზად ჯერ არ არიან. მაგრამ ძალიან უსიამოვნო სასტარტო მეტოქეა. ბაიერნის წინააღმდეგ მატჩებში ნებისმიერი გუნდი ორმაგად მოტივირებულია. ყველას სურს, რომ ზედიზედ მეათე ჩემპიონის ტიტული ვერ მოვიპოვოთ".

"დეივისი მწყობრში ჩადგა. სასტარტო შემადგენლობის კანდიდატი იქნება. მაგრამ 90 წუთს არ ვათამაშებ ალბათ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. მომდევნო კვირების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო წუთები დააგროვოს".

"უსიამოვნო ფაქტია, რომ პავარი ტრავმის გამო გამოგვაკლდება. სასტარტო შემადგენლობის კანდიდატი იყო. რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ჩვენ ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელები გვყავს".

"ზანე ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ნიჭის რეალიზაცია მინდორზე უნდა მოხერხდეს".

"ყველასთვის ცნობილია, რომ ბურთების გატანა გვსურს. მაგრამ დაცვის ხაზში სტაბილურობის მოპოვება გვმართებს. შემადგენლობაში შემტევი მონსტრები გვყავს. ახლა დაცვისა და შეტევის ხაზებს შორის ბალანსი მოძიება იქნება საჭირო".


12-08-2021