სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰითცფელდი: "კოვაჩი სწორ სიტყვებს მონახავს"

"არსებულ სიტუაციას კრიზისს არ დავარქმევდი. ბაიერნი Ferrari-ს ძრავს წააგავს. როდესაც ერთი დეტალი არ შეესაბამება, მაშინ მთლიანი მუშაობა ფერხდება. გუნდს გამარჯვების მოპოვება ძალიან წაადგება. ფეხბურთელებმა იციან, რომ სათანადო დონის თამაშს ვერ აჩვენებენ. საკუთარ ძალებში რწმენა დაეკარგათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნიკო კოვაჩი სწორ სიტყვებს მონახავს. შექმნილ სიტუაციაში გუნდი სამწვრთნელო შტაბისგან გამხვნევებას და არა კრიტიკას ელოდება. ასევე კრიტიკას არც კოვაჩი იმსახურებს. დიახ, გუნდი ბერლინში დამარცხდა, მაგრამ ფეხბურთში წაგებები ჩვეულებრივი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, რომ კვირა დღეს ოქტობერფესტს ბაიერნი მშვენიერ განწყობაზე ესტუმრება, რადგანაც შაბათს საღამოს მიუნხენელები გლადბახთან შეხვედრაში 3 ქულას მოიპოვებენ", აღნიშნა ოტმარ ჰითცფელდმა.


05-10-2018