სხვა ამბები

ახალი ამბები

ალიანც არენაზე გუნდის პრეზენტაცია შედგა

4 აგვისტოს ალიანც არენაზე გუნდის შემადგენლობის პრეზენტაცია შედგა, წერს fcb.de. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ნაგელზმანის ხელმძღვანელობით ინტენსიური ვარჯიში ჩაატარეს.

ღონისძიება ვეტერანეტების მატჩით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ფრანკ რიბერიმ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა მიიღეს. სიურპრიზი ყველასთვის კლაუდიო პიზაროს მეკარეობა გახდა. მატჩის წინ ნოიერმა ზვერევს მაისური პირველი ნომრით გადასცა.


05-08-2021