სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ევროპული პრესა აიაქსთან მატჩის შესახებ

ჰოლანდია.

De Telegraaf: "აიაქსმა ბაიერნის სუპერ სერია შეწყვიტა. მიუნხენელებს გასული 4 სეზონის განმავლობაში საკუთარ კედლებში ჯგუფური სტადიის ყველა მატჩი ჰქონდათ მოგებული".

AD: "აიაქსმა მშვენიერი თამაშის წყალობით გასვლაზე ფრე მოიპოვა. გუნდს უფრო მეტის მიღწევა შეეძლო, რადგანაც ბევრი საგოლე მომენი ჰქონდა. ბაიერნი მხოლოდ პირველი 10 წუთის განმავლობაში დომინირებდა".

ინგლისი.

"Daily Mail": "ბუნდესლიგის გიგანტმა ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო. უფრო მეტიც, აიაქსთან წაგებაც შეეძლო".

"Sun": "ბაიერნმა საკუთარ კედლებში წაბორძიკდა. სწრაფად გატანილი ბურთის შემდეგ გუნდმა უპირატესობა გაფლანგა, რაც კოვაჩისთვის და ბაიერნისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია".

ესპანეთი.

"Marca": "ახლანდელი აიაქსი საკუთარი თამაშით ყველა მოხიბლა. ჰოლანდიელები მომწიფებულ ფეხბურთს აჩვენებენ".

Mundo Deportivo: "ფრენკი დე იონგის დაკარგვის მიუხედავად, მიუნხენში აიაქსმა ქულა მოიპოვა. ჰოლანდიელები ბაიერნს უპატივცემლოდ მოეპყრნენ".


03-10-2018