სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "მეტოქეს თამაშის გაძლიერების შანსი მივეცით"

"გასულ შეხვედრაში გუნდმა ვერ აჩვენა ყველაფერი ის, რაც მოველოდი. პირველი 15 წუთი წარმატებულად განვითარდა, ბურთი გავიტანეთ და წინ გავედით. მაგრამ ამ გოლმა არ დაგვაზღვია. პირიქით, მეტოქეს თამაშის გაძლიერების შანსი მივეცით და უპირატესობა დავთმეთ. აიაქსმა ნელ-ნელა მოუმატა და მშვენიერი თამაში აჩვენა. გადაცემებში უამრავი შეცდომა დავუშვით. გადამწყვეტ სიტუაციაებში შეტევაზე ძალიან სწრაფად გადასვლას ვცდილობდით. შეცდომების დაშვების დროს საკუთარ ძალებში რწმენას კარგავ. საერთო ჯამში ყველაფერი საბაზო დეტალებამდე მიდის: გადაადგილება, აჩქარება და ორთაბრძოლებში შესვლა. აიაქსმა ძალიან კარგად ითამაშა და მოპოვებული ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


03-10-2018