სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი ისტორიაში შევიდა

რობერტ ლევანდოვსკი ისტორიაში შევიდა. მან აუგსბურგს მეხუთე ბურთი გაუტანა, სულ ჩემპიონატში პოლონელს 41 გოლი დაუგროვდა. რობერტმა გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. მატჩის დასრულების შემდეგ მას საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო გადასცეს, რომელიც ბაიერნის თავდასხმელმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. საერთო ჯამში ლევანდოვსკის 6 ჯილდო აქვს, შვიდჯერ ჯილდო მხოლოდ გერდ მიულერმა მოიგო.

აუგსბურგთან შეხვედრაში ლევანდოვსკის უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი მან 90-ე წუთზე შეაგდო. შეხვედრის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე მცველები ან მისი თანამემამულე გილკევიჩი იმყოფებოდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ბედნიერმა ლევანდოვსკიმ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.


24-05-2021