სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

აიაქსმა მიუნხენიდან ქულის წამოღება შეძლო

შეხვედრა ბაიერნმა ძალიან აქტიურად დაიწყო. რობენის კლასიკური გარღვევა, რომელიც მეკარემ განეიტრალება შეძლო.

მაგრამ ეგრევე მიუნხენელებმა ანგარიში გახსნეს! ჰუმელსმა თაური დარტყმით აიაქსის კარები აიღო, 1:0.

კოვაჩის შეგირდები მატჩის სადავეებს ფლობდნენ. შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ.

პირველი დარტყმა კარების მიმართულებით ამსტერდამელებმა მხოლოდ 17-ე წუთზე შეასრულეს. ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

ლევანდოვსკიმ მიულერს კარგი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ თომასის დარტყმა ძლიერი არ აღმოჩნდა. აიაქსის კონტრშეტევა გამოუვიდა, მაგრამ მეტოქის დარტყმული ბურთი ნოიერმა კუთხურზე მოიგერია.

23-ე წუთზე აიაქსმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ნოიერის კარები მაზრაუიმ აიღო, 1:1...

გატანილი ბურთის შემდეგ ინიციატივა ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. აიაქსის ფეხბურთელებმა კიდევ რამდენიმე გარღვევა განახორციელეს.

32-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან მარტინეზმა გაისროლა. ბურთმა ძელთან ჩაიარა.

ისევ მარტინეზი, უკვე თაური დარტყმით, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

ტაიმის მიწურულს ნოიერმა ბაიერნი გადაარჩინა. კაპიტანმა ციეხის დარტყმული მოიგერია.

მეორე ნახევარი ისევ აიაქსის შეტევებით დაიწყო. ნოიერმა ბაიერნი ორჯერ გადაარჩინა.

პირველი დარტყმა შესვენების შემდეგ ბაიერნმა 52-ე წუთზე შეასრულა. მიულერმა კარებს ააცილა.

ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ბურთი კედელს მოხვდა.

საშუალო დისტანციიდან ტიაგომ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

72-ე წუთზე ბაიერნი გაშვებულ გოლს სასწაულად გადაურჩა. მეტოქის ფეხბურთელმა კარებს ააცილა.

4 წუთში აიაქსის მეკარემ ხამესის დარტყმა სასწაულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

მატჩის მიწურულს მიულერის თაური დარტყმა კარებს ისევ ასცდა.

შეხვედრის კომპენსირებულ დროში ნოიერმა გუნდი ისევ გადაარჩინა...

აიაქსმა მიუნხენიდან ქულის წამოღება შეძლო.


03-10-2018