სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - აიაქსი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს გუნდები ერთმანეთს მეცხრეჯერ შეხვდებიან. გასულ მატჩებში გადამწყვეტი ფაქტორი საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრებს ჰქონდა. 8 დუელში მასპინძლებმა 6 გამარჯვება და 2 ფრე მოიპოვეს. fcb.de მომდევნო მატჩის საინტერესო ციფრებს და ფაქტებს წარმოგვიდგენს.

წარსულში ბაიერნი საკუთარ მოედანზე აიაქსის და ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ წარმატებულად თამაშობდა. უკანასკნელ 4 შეხვედრაში მიუნხენელებმა 4 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს ბაიერნმა პსვ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩი წინა გათამაშების ჯგუფურ სტადიაზე გაიმართა.

ნიკო კოვაჩმა, ბენფიკაზე გამარჯვებით ანგარიშით 2:0, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული დებიუტი იზეიმა. საღამოს ალიანც არენაზე 46 წლის სპეციალისტი ტურნირის ფარგლებში პირველ მატჩს გამართავს. წინამორბედების გამოცდილებიდან გამომდინარე გამარჯვების მოპოვების იმედი უნდა გვქონდეს. ანჩელოტიმ როსტოვი გაანადგურა - 5:0, გუარდიოლამ ცსკა დაამარცხა - 3:0, იუპ ჰაინკესმა კი სიტი - 2:0. 2004 წლის სექტემბერში ფელიქს მაგათმა, ტურნირში, თავის სადებიუტო საშინაო შეხვედრაში, აიაქსი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მაშინ ბაიერნის რიგებში ახლანდელი სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ასპარეზობდა.

არიენ რობენს აიაქსთან კარგი მოგონებები აკავშირებს. 2001 წლის 11 მარტს 17 წლის არიენმა პროფესიონალურ კარიერაში ამსტერდამელებს თავისი პირველი ბურთი გაუტანა. მაშინ რობენი გრონინგენის ღირსებას იცავდა. შეხვედრა ანგარიშით 3:3 დასრულდა.


02-10-2018