სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის ჰეთ-ტრიკი ჩემპიონობის ფონზე

მატჩი ბაიერნი ჩემპიონის რანგში შეხვდა და ჩემპიონს, როგორც შეესაბამება, ისე დაიწყო. მეორე წუთზე ალაბას გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0! ისევ ჩაწოდება რობერტზე, მაგრამ ამჯერად მისი თაური დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. კომანის დარტყმა ზომერმა მოიგერია. გლადბახის სწრაფი კონტრშეტევა ნოიერის "სეივით" დასრულდა. ლევანდოვსკის მეორე თაური დარტყმა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. პოლონელის მორიგი მომენტი, ბურთი ელვედის მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. 23-ე წუთზე მუსიალას გადაცემის შემდეგ მიულერმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. 34-ე წუთზე ლევანდოვსკიმ "მაკრატელათი" მესამე ბურთი გაიტანა, 3:0! ლევანდოვსკი არა მხოლოდ იტანს, ასევე საგოლე გადაცემებს ასრულებს. პოლონელმა დასარტყმელ პოზიციაზე კომანი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 4:0 გახადა! შესვენებაზე გუნდები ამ შედეგით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ბაიერნის შეტევით დაიწყო, მაგრამ ზომერმა მიულერის თაური დარტყმის შემდეგ ბურთი დაიჭირა. დასარტყმელ პოზიციაზე თომასი ლევანდოვსკიმ გაიყვანა. პლეას ორი დარტყმა ბაიერნის კარების მიმართულებით, ორივე არაზუსტი. 65-ე წუთზე ბურთი ნოიჰაუზს ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა. პოლონელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 5:0! 75-ე წუთზე ტანგიმ ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა და მსაჯმა ფეხბურთელი გააძევა. ფრანგმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი ჩაატარა. კიმიხის დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა. 86-ე წუთზე ზანემ მეექვსე ბურთი გაიტანა, 6:0! რეკორდმაისტერმა ჩემპიონობა მშვენივრად აღნიშნა!


08-05-2021