სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩუპო მოტინგს ზურგი აწუხებს. შეხვედრას გამოტოვებს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია ტოლისოს გარდა".

"ლაიპციგის მონაწილეობით მატჩი მე არ მაინტერესებს. ჩვენ მხოლოდ გლადბახთან შეხვედრისთვის ვემზადებით. სრული კონცენტრაცია მასზე გვაქვს გადატანილი. 3 მატჩის ჩატარება დაგვრჩა. გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები გავხდებით".

"ლევანდოვსკი მხოლოდ საკუთარ რეკორდზე არ ფიქრობს. გუნდის გამარჯვებაზეც ფიქრობს. რადგანაც იცის, რომ კარგი თამაშის შემთხვევაში სარგებელის გამოტანა შეუძლია. ლევანდოვსკი უმაღლეს დონეს ფლობს".

"გლადბახი სათამაშო თვალსაზრისით კარგად გამოიყურება. ზომერიდან დაწყებული და მეტოქის საჯარიმომდე კარგ შეტევებს ქმნიან. უმაღლესი დონის გუნდია. მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს. ტოპ დონის თამაშის დემონსტრირება გვმართებს".



07-05-2021