სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"წინ გასამართი 5 შეხვედრა დაგვრჩა, რომლების ჩატარების შემდეგ ვერცლის სინთან მიახლოვება გვსურს. გასულ უქმეებზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ახლა კონცენტრირება მომდევნო მატჩზე გვმართებს".

"ლევერკუზენი ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები გამოდიან. უმაღლესი დონის გუნდია".

"გასულ მატჩში მონაწილე ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში იმყოფება. გორეცკამ გუნდთან ერთად ივარჯიშა. სამშაბათს საღამოს განაცხადში იქნება".

"ლევანდოვსკი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ლევერკუზენთან მატჩში მისი დაბრუნება ნაადრევი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ შაბათის შეხვედრაში გუნდისთვის დახმარების გაწევას შეძლებს".


19-04-2021