სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"7 გამარჯვების შემდეგ წარმატებული სვლა შევაჩერეთ. ბოლო შეხვედრა მარცხით დასრულდა, ამან განწყობა გამიფუჭა".

"აიაქსს ძალიან კარგი და ნიჭიერი გუნდი ჰყავს. მათ შემადგენლობაში ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი გამოდის. მშვენიერი გუნდია, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. მაგრამ ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ და საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას ვაპირებთ".

"კომანის, ტოლისსოს და რაფინიას გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. საერთო ჯგუფს გორეცკაც დაუბრუნდა".

"ბოატენგის გაკრიტიკება ყველაზე მარტივი ხერხია. ჩვენ მას თანადგომა გამოვუცხადეთ".

"ჰერტასთან მატჩში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თამაშის გამარტივება უნდა შევძლოთ".

"ბევრი სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. სათანადო კლასი გაგვაჩნია, ზოგ ეპიზოდში იღბალი გვჭირდება".

"მეტოქეს შეტევაზე გადასვლა უყვარს, აქედან გამომდინარე გახსნილი თამაშის მოლოდინში ვართ, სადაც საკუთარი მომენტების გამოყენება გვმართებს".

"წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს სწორი რეაქციის დემონსტრირება სურს. ეს დღევანდელ ვარჯიშზე შევნიშნე".

"სამშაბათს რობენი, დიდი ალბათობით, ითამაშებს. მეტოქეს კარგად იცნობს. არიენი ძალიან მოტივირებულია".


01-10-2018