სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიუნხენელებმა მინიმუმ ერთ ბურთს ზედიზედ 63 შეხვედრაში შეაგდეს, რაც გერმანული ფეხბურთის რეკორდია. ამ მატჩებში გუნდმა საერთო ჯამში 79 ბურთი გაიტანა. რეკორდი 80 გოლი ასევე ბაიერნს ეკუთვნის (წინა სეზონში). უკანასკნელ საშინაო 13 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 50 გოლი მიითვალა (საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,8 გოლი). თავის მხრივ, უნიონმა უკანასკნელ 27 მატჩიდან 20-ში ერთზე მეტს ბურთს არ უშვებდა. ბერლინელებს გუნდებს შორის მეოთხე საუკეთესო დაცვის ხაზი აქვთ. საერთო ჯამში უნიონი მშვენიერ სეზონს ატარებს. გუნდმა 39 ქულა დააგროვა (შარშან ამ დროს მხოლოდ 30 ჰქონდათ).

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბაიერნი ლაიპციგს 7 ქულით უსწრებს. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ლიდერს ესეთი უპირატესობა ჯერ არ გაუფლანგავს.

ბუნდესლიგაში ბაიერნი ერთადერთი გუნდია, რომელმაც უკანასკნელი 5 შეხვედრა მოიგო. უნიონთან მატჩში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში რეკორდმაისტერს ჩემპიონატის საუკეთესო სერია ექნება. ორ უკანასკნელ შემთხვევაში, 5 მოგების შემდეგ, ბაიერნმა ორჯერ ფრედ ითამაშა (ბრემენთან, 1:1 და ბილეფელდთან, 3:3).

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც თავით ძალიან კარგად თამაშობენ. მიმდინარე ჩემპიონატში მიუნხენელებმა თაური დარტყმების შემდეგ 15 ბურთი გაიტანეს, უნიონს სამი გოლით ნაკლები აქვს.

მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში თომას მიულერს უკვე 15 ასისტი დაუგროვდა. გოლი+პასის სისტემით ვეტერანს 25 ქულა აქვს. წინა სეზონის ბოლოს მიულერმა 29 ქულა დააგროვა. უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 7-ში მიულერმა მონაწილეობა გუნდის მინიმუმ ერთ გოლში მიიღო (3 გოლი და 6 ასისტი).


08-04-2021