სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: მკვლელის ინსტიქტის ამოქმედება გვმართებს

"გასულ შეხვედრაში უამრავი შანსი ვერ გამოვიყენეთ. უფრო მეტი ბურთი უნდა გაგვეტანა. ანგარიში შეიძლება 5:3 ან 6:3 ყოფილიყო. ახლა მდევრის როლში ვიქნებით. მკვლელის ინსტიქტის ამოქმედება გვმართებს, რომელსაც ხშირად ვდემონსტრირებთ. გაშვებული ბურთების განხილვა საჭირო არ არის. გასულ შეხვედრაში ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა. ახლა მთელ კონცენტრაციას საპასუხო მატჩზე გადავიტანთ. იმ შემთხვევაში, თუ ისევ ასეთივე თამაშს ვაჩვენებთ, მაშინ ბევრი საგოლე მომენტი გვექნება. მათი გამოყენების შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლას შევძლებთ. გვჯერა, რომ მომდევნო სტადიაზე გადასვლა შეგვიძლია", თქვა თომას მიულერმა.


08-04-2021