სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პსჟ-სთან დათმო

მეორე წუთზე ერნანდეზის გარღვევის შემდეგ ნავასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ ჩუპო მოტინგმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მომდევნო შეტევაზე მბაპემ ბურთი შეაგდო... 0:1. ნოიერმა არც ისე კარგად ითამაშა. 6 წუთში მიუნხენელებს ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ კიმიხმა კედელს გაარტყა. მეცხრე წუთზე მიულერმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ნავასმა მომენტი გაანეიტრალა. მე-13 წუთზე დრაქსლერის გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 6 წუთში გორეცკას თაური ახლო დისტანციიდან ნავასმა მოიგერია. პავარის დარტყმა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 27-ე წუთზე კიმიხის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთს ჩუპო მოტინგი მიწვდა, მაგრამ კარებს ააცილა. 29-ე წუთზე პსჟ-ს მეორე შეტევა და მეორე გოლი... 0:2. 10 წუთში ჩუპო მოტინგმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2. ფლანგიდან პავარის ჩაწოდების შემდეგ ფორვარდმა თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა. ტაიმის მიწურულს მიულერის თაურს მეკარე დაეუფლა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი რეკორდმაისტერმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მომენტების შექმნამდე საქმე არ მისულა. 52-ე წუთზე ბაიერნი მორიგ გოლს გადაურჩა. ბურთი კარების ხაზიდან დეივისმა მოიშორა. საშუალო დისტანციიდან ალაბამ დაარტყმა, ნავასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. პავარის მორიგი დარტყმა, ნავასმა დაიჭირა. კომანის დარტყმა, მეკარე ისევ ადგილზეა. ზანეს გასროლა, ბურთი კარებს დიდი მანძილით ასცდა. 61-ე წუთზე ბაიერნმა ანგარიში გაათანაბრა, 2:2! კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მიულერმა ბურთი კარებში თავით გადააგზავნა! 69-ე წუთზე მპაბემ პსჟ ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ალაბა შორეულ კუთხეს ააცილა. მიულერის დარტყმა, პსჟ გოლს ისევ გადაურჩა. ალაბას თაური დარტყმა, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. სამწუხაროდ, მიუნხენელებმა შეხვედრა დათმეს.


08-04-2021