სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"კვირა დღეს მარკ როკამ ტრავმა მიიღო, თამაშს ვერ შეძლებს. სერჟ გნაბრის ყელი სტკივა, სავარაუდოდ განაცხადში არ შევა".

"კომპაქტური თამაშის დემონსტრირებას და დაცვაში ხვრელების შევსებას ვცდილობთ. ოთხშაბათს საღამოს იგივეს გაკეთებას შევეცდებით. ბურთის ფლობის დროს კარგად განლაგება გვმართებს, რადგანაც დაკარგვის შემთხვევაში კონტრპრესინგზე გადასვლა მოვახერხოთ".

"ჩუპო მოტინგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ლაიპციგში თავისი შესაძლებლობების მოხდენა მოახერხა. ამავდროულად კარგი ადამიანია, რომელიც გუნდის ატმოსფეროსთვის სასარგებლოა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს რიგებში ეს ფეხბურთელი გამოდის".

"პსჟ სტაბილური დაცვის ხაზი, მშვენიერი გოლკიპერი და შეტევაში ძლიერი შემსრულებლები ჰყავს. ოთხშაბათს საღამოს ხვრელების დაფარვა უნდა მოვახერხოთ. შეტევის ხაზში კომბინაციების უფრო ცივსისხლიანად გათამაშება, ვიდრე ეს ლაიპციგთან მატჩში იყო, მნიშვნელოვანი იქნება. მომენტები გვექნება, რომლების გამოყენება უფრო კარგად და თანმიმდევრულად გვმართებს".


06-04-2021