სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩუპო მოტინგი: დრაქსლერსთან და ქერერთან კონტაქტს ვინარჩუნებ

"მატჩის დიდი მოლოდინი გამაჩნია. გასული წლის ფინალის გამეორებაა. ალბათ, არავინ ელოდა, რომ გუნდები ერთმანეთს ესე სწრაფად ისევ დაუპირისპირდებიან. პსჟ-ში კონტაქტს იულიან დრაქსლერთან თილო ქერერთან და პრესნელ კიმპებესთან ვინარჩუნებ. მბაპეს და ნეიმარის სიძლიერე ყველასთვის ცნობილია. მაგრამ პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანები არიან. მათ წარმოუდგენელი თვისებები გააჩნიათ. მათ წინააღმდეგ თამაში დიდი ყურადღებით გვმართებს. მაგრამ მათ გარდა პსჟ-ს სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. ბიჭებს ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე უთამაშიათ. ყველასთვის გასაგებია, რომ მატჩებს საუკეთესო კონდიციებით უნდა შეხვდნენ და 100%-ანი კონცენტრაციით თამაში მმართებთ. ჩემი სურვილი რომ ყოფილიყოს, პსჟ-ს ფინალში შევხდებოდი. ორივე გუნდი ერთმანეთს დიდი პატივისცემით ეპყრობა. მთელი საფეხბურთო სამყარო ამ ჯახის მოლოდინშია", აღნიშნა ჩუპო მოტინგმა.


06-04-2021