სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა პსჟ-ს წინააღმდეგ 9 მატჩი ჩაატარა, აქედან 4 მოიგო და 5-ში დამარცხდა. მაგრამ ფრანგები მიუნხენელებს ძირითად საკუთარ მოედანზე უგებდნენ. ბაიერნელებმა მეტოქეს უკანასკნელი 3 საშინაო შეხვედრა მოუგეს. ერთი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეკორდმაისტერმა პსჟ-ს ანგარიშით 1:0 სძლია.

ბაიერნი და პსჟ შემტევი ფეხბურთის მდევრები არიან. 2016/17 წწ. ტურნირის გათამაშებიდან მიუნხენელები ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2,8 ბურთს იტანენ. მეორე საუკეთესო მაჩვენებელი პარიზელებს აქვთ - 2,5 გოლი.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს 19 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 18 გამარჯვება და ფრე. ოთხშაბათს საღამოს წარმატების შემთხვევაში რეკორდმაისტერს ამ სერიის 20 მატჩამდე მიყვანა შეუძლია. საუკეთესო შედეგი მანჩესტერს ეკუთვნის - 25 მატჩი (2007-09 წწ.).

გასული ტურნირის ფინალის 30 მონაწილედან 25 ისევ ორივე გუნდში გამოდის. სეზონის დაწყებამდე ჩუპო მოტინგი პსჟ-დან ბაიერნში გადაბარგდა.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან პლეიოფში მესამედ შეხვდება. წინა ორ შემთხვევაში პარიზელებმა ოთხივე შეხვედრა წააგეს: 1994/95 წწ. ნახევარფინალში მილანთან - 0:1 სახლში და 0:2 გასვლაზე; 2017/18 წწ. რეალთან - 1:3 გასვლაზე და 1:2 სახლში. კარგის ნიშანია, რას იტყვით?!


05-04-2021