სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და რეკორდები

27-ე ტურის შემდეგ ბაიერნი ლაიპციგს 7 ქულით უსწრებს. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს ესეთი უპირატესობა არ გაუნიავებია და ჩემპიონატის ბოლოს ვერცხლის სინს ეუფლებოდა.

ლაიპციგში გამარჯვება ბაიერნისთვის ზედიზედ მეშვიდე აღმოჩნდა. ყველა ტურნირზე რეკორდმაისტერმა უკანასკნელ 16 მატჩში 14 გამარჯვება მოიპოვა (ფრე და მარცხი).

ლეონ გორეცკას გოლის დამსახურებით მიუნხენელები ყველა ტურნირის ზედიზედ 62 მატჩში მინიმუმ ერთს ბურთს იტანდნენ, რაც რა თქმა უნდა რეკორდია. უკანასკნელად რეკორდმაისტერმა ლაიპციგის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ გაიტანა (0:0, 2020 წლის 9 თებერვალს).

ბაიერნმა ლაიპციგის 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერმა მეტოქეს 12 შეხვედრიდან 6 მოუგეს (5 ფრე და მარცხი).

ბუნდესლიგის უკანასკნელ 10 შეხვედრაში მიულერმა მონაწილეობა გუნდის 11 გოლში მიიღო. ვეტერანმა 4 ბურთი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. ახლა თომასს 15 შედეგიანი გადაცემა აქვს, რაც რა თქმა უნდა ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ერნანდეზი ბუნდესლიგის შეხვედრაში ბაიერნის სასტარტო შემადგენლობაში თამაშობს მაშინ რეკორდმაისტერი ამ შეხვედრას არ აგებს. 23 მატჩში მიუნხენელებმა 19 გამარჯვება მოიპოვეს და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

შაბათს საღამოს დავიდ ალაბამ ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნის რიგებში 274-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით მცველმა ფრანკ რიბერის შედეგი გააუმჯობესა. ახლა ავსტრიელს უცხოელ ფეხბურთელებისგან შორის რეკორდი ეკუთვნისა. ალაბა ასევე რიბერის შემდეგ რეკორდს უმიზნებს - 9 ვერცხლის სინი. მიმდინარე ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში ავსტრიელი ფრანგს დაეწევა.


04-04-2021