სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: ტოპ დონის მატჩი იყო

"აბსოლუტურად ტოპ დონის მატჩი იყო. ლაიპციგმა დაამტკიცა, რომ მეორე ადგილზე დამსახურებლად იმყოფება. ბურთზე ფლობა ვერ გავამწესეთ, რაღაც დაგვაკლდა. მე-20 წუთის შემდეგ თამაში დავალაგეთ და ბურთის გატანა მოვახერხეთ. ამან დაგვამშვიდა. მეორე ნახევარში ლაიპციგი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა. ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ჩემი გუნდის მორალი და მენტალიტეტი უმაღლეს დონეზე იყო. ამისთვის კომპლიმენტს იმსახურებენ. მატჩის მოგება მიზნად გვქონდა დასახული. ნიშნის დასასმელად მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონის ტიტულისთვის მომდევნო ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ კიდევ 7 ტურია წინ", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.


04-04-2021