სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა მთავარ მდევარს მოუგო

მეხუთე წუთზე კომანი საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მანამდე მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. პირველ 15 წუთში ბრძოლა უფრო ცენტრალურ წრესთან და ბაიერნის საჯარიმოსთან მიმდინარეობდა. რეკორდმაისტერი კონტრშეტევებზე გადასვლას ცდილობდა. 23-ე წუთზე ჩუპო მოტინგმა კომანის მიმართულებით ლამაზი გადაცემა შეასრულა. ფრანგმა რეიდი განახორციელა, დაარტყა - ბურთი ისევ ჩუპო მოტინგს მიუვიდა, კამერუნელმაც დაარტყა, მაგრამ ააცილა. ოთხ წუთში მუკიელე ერნანდეზს ფეხი უკნიდან ჩაარტყა, მსაჯმა ლაიპციგელს ყვითელი ბარათი აჩვენა. 39-ე წუთზე მიულერის გადაცემის შემდეგ გორეცკამ ანგარიში გახსნა, 0:1! ზანემ გაისროლა, მაგრამ გულაჩიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ჩუპო მოტინგს თაური დარტყმა მეკარემ დაიჭირა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი რეკორდმაისტერმა აქტიურად დაიწყო. ზანეზე სახიფათო გადაცემა მცველმა გაანეიტრალა. რამდენიმე სახიფათო მცდელობა ლაიპციგს ჰქონდა, მაგრამ კარებს ააცილეს. საშუალო დისტანციიდან ზაბიცერმა დაარტყა, მაგრამ ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა. ისევ ზაბიცერი, მაგრამ ისევ ნოიერი და ბურთი კუთხურზე გადავიდა. 76-ე წუთზე გნაბრიმ მუსიალა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარებს ააცილა. მიულერმა გაისროლა, მაგრამ გულაჩმა ბურთი მოიგერია. კომპენსირებულ დროში ჩუპო მოტინგმა დაარტყა, მაგრამ ისევ გულაჩი ადგილზე იყო. მიუნხენელებმა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს. ოთხშაბათს 7 აპრილს ალიანც არენას პსჟ ესტუმრება.


03-04-2021