სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: ჩემპიონის ტიტულის დაცვა გვსურს

"რობერტ ლევანდოვსკის ტრავმის გამო ყველანი ვწუხვართ. რობერტის არყოფნა ყველამ უნდა შევავსოთ. შემადგენლობაში კარგი შემტევი ფეხბურთელები გვყავს, რაც ვარიანტების გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს. ლევანდოვსკის დაბრუნებამდე ყველას მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს. რობერტთან ერთად დაახლოებით 7 წელია ვთამაშობ. კარგად ვართ შეთამაშებულები. ერთმანეთის თვისებები კარგად ვიცით. ახლა ესეთი პარტნიორის მოძიება დამჭირდება. ლაიპციგთან შეხვედრა - ტოპ დონეს მიეკუთვნება. გამარჯვების შემთხვევაში ვერცხლის სინის მიმართულებით მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ. სხვა შედეგის შემთხვევაში რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ჩემპიონის ტიტულის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო რაუნდში გასვლა გვსურს. პსჟ-ს სახით ძლიერი მეტოქე გვეყოლება. ძალიან საინტერესო მატჩები იქნება. ესეთ შეხვედრებში მონაწილეობა და გამარჯვების მოპოვება ყოველთვის გვსურს", აღნიშნა თომას მიულერმა.


03-04-2021