სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ფინალურ სტადიაზე გავედით. ყველა ფეხბურთელისთვის ცნობილია, რომ აპრილის და მაისის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვირები დაიწყება. ჩვენს მოთამაშეებს თვისება ახასიათებთ - მნიშვნელოვანი მომენტის დროს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება შეუძლიათ. ახლა უფრო უნდა გავერთიანდეთ. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს".

"ადამიანურად რობერტი მეცოდება. გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამაზე საუბარი ზედმეტია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მოვიძიებთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ".

"ლევანდოვსკის დაბრუნების კონკრეტულ ვადას ვერ მოგახსენებთ. ჩუპო მოტინგმა თავისი შესაძლებლობები გვანახა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ვარიანტად რჩება. ამ საკითხს ჯერ ღიად დავტოვებ".

"დისკვალიფიცირებული ბოატენგი და დეივისი კარგ კონდიციებში იმყოფებოდნენ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ნიკლას ზულე გუნდს დაუბრუნდა, შაბათს საღამოს თამაშს შეძლებს".

"ლიუკა ერნანდეზი გამორჩეული პროფესიონალია. გუნდში და სამწვრთნელო შტაბში მას აფასებენ. საკუთარ ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს. ყოველთვის ძალიან კონცენტრირებული და ფოქუსირებულია".

"შაბათის შეხვედრას სწორი განწყობით უნდა შევხდეთ. ლაიპციგს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ესეთ დონეზე კარგი თამაშის დემონსტრირება მნიშვნელოვანია".


02-04-2021