სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნს ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. ლაიპციგი 8 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება (7 მოგება და ფრე). მიმდინარე 2021 წელს ორივე გუნდმა 22 ქულა დააგროვა (ვოლფსბურგთან ერთად), რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

26 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერს 78 გატანილი ბურთი აქვს, რაც ჩემპიონატის ამ მონაკვეტისთვის რეკორდის ტოლფასია. ბაიერნის მეორე და მესამე ბომბარდირი მიულერი (10) და გნაბრი (9) ლაიპციგის საუკეთესო ბომბარდირებზე ზაბიცერზე, ფორსბერგზე და ნკუნკუზე (6-6 გოლი) უფრო მეტი აქვთ გატანილი. ამავდროულად ლაიპციგს საუკეთესო დაცვის ხაზი აქვს - 21 გაშვებული გოლი და 13 "მშრალი" მატჩი.

ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 61 მატჩის განმავლობაში იტანს. ეს კლუბის რეკორდის გამეორებაა. ლაიპციგთან შეხვედრაში ბურთის გატანის შემთხვევაში რეკორდმაისტერი ახალ რეკორდს დაამყარებს. უკანასკნელად ბაიერნმა ბურთი ლაიპციგთან მატჩში ვერ შეაგდო (0:0, 2020 წლის თებერვალში).

ჩემპიონატის 26 შეხვედრაში ლაიპციგმა 57 ქულა დააგროვა, რაც გუნდისთვის საუკეთესო შედეგია. საკუთარ კედლებში საქსონელები მშვენივრად გამოდიან. 13 შეხვედრიდან ნაგელზმანის შეგირდები მხოლოდ ერთი დამარცხდნენ (1:3, დორტმუნდთან). საკუთარ მინდორზე ლაიპციგმა 32 ქულა დააგროვა, უკეთესი შედეგი მხოლოდ ბაიერნს აქვს (33 ქულა).

უკანასკნელი 11 შეხვედრიდან ბაიერნმა ლაიპციგს ხუთჯერ მოუგო, 5 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

შაბათს საღამოს რეკორდმაისტერს დისკვალიფიკაციების გამო დეივისი და ბოატენგი ვერ დაეხმარებიან. ანაგოლიური მიზეზის გამო შეხვედრას ლაიპციგელი კამპლი გამოტოვებს.


01-04-2021