სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტი შინ დამარცხდა

მეხუთე წუთზე გინტერმა გადაცემა გნაბრიზე შეასრულა, მაგრამ სერჟს დარტყმა არ გამოუვიდა. ოთხ წუთში გორეცკამ ხარიხა გაანზაზარა. დებიუტიდანვე მანშაფტმა ბურთზე კონტროლი გაამწესა. 26-ე წუთზე გუნდოგანის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი მოიგერია. ხუთ წუთში გნაბრიმ ხელსაყრელი პოზიციიდან კარებს ზემოდან გადააცილა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პანდევმა ტერ სტეგენის კარები დალაშქრა, 0:1... შესვენებაზე მეტოქეები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი მანშაფტმა აქტიურად დაიწყო. მაგრამ ანგარიშის სწრაფი გათანაბრება ვერ გამოუვიდა. 64-ე წუთზე საჯარიმოში ზანე წააქციეს, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ილქაი გუნდოგანმა დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა, 1:1! 10 წუთში კიმიხის სახიფათო დარტყმა მცველებმა გაანეიტრალეს. 79-ე წუთზე ვერნერმა 100%-ანი შანსი ვერ გამოიყენა. თავდასხმელმა ბურთი ცარიელ კარს ვერ გაარტყა. ვერ გაიტან შენ, აუცილებლად გაგიტანენ. 85-ე წუთზე ჩრდ. მაკედონია წინ გავიდა, 1:2... სამწუხაროდ, გერმანიამ მარცხი განიცადა.


01-04-2021