სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვის წინა სამატჩო კომენტარები

"კარებში ადგილს ტერ სტეგენი დაიკავებს. დანარჩენზე ჯერ ვიფიქრებ. რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრები. იმ შემთხვევაში თუ გუნდოგანი მინდორზე გამოვა, მაშინ კაპიტნის სამკლაურს მას გადავცემთ. ჩრდ. მაკედონიას კარგი ნაკრები ჰყავს, რომელიც რუმინეთს არაფრით ჩამოუვარდება. მათ რიგებში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლომდე დახარჯვა გვმართებს. გასულ ორ შეხვედრაში ბევრი სათამაშო დეტალი გავაუმჯობესეთ. ამით კმაყოფილი ვარ. კომპაქტურად ვთამაშობთ, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მეტოქეს მაღალი პრესინგის ქვეშ ვაქცევდით. ასევე უამრავი ლამაზი კომბინაცია გავითამაშეთ", განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.


31-03-2021