სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურშიც გერმანიის ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ლიოვის შეგირდებმა გასვლაზე რუმინეთს ანგარიშით 1:0 სძლიეს. ერთადერთი ბურთი სერჟ გნაბრიმ შეაგდო. სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა - მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, ლეროი ზანე და სერჟ გნაბრი. 86-ე წუთზე ნოიერმა ნაკრები აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 31 მარტს მანშაფტი ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს.

საფრანგეთის ნაკრებმა ყაზახეთს სძლია (2:0). ბენჟამენ პავარი და ლიუკა ერნანდეზი სათადარიგო სკამზე დარჩნენ, კინგზლი კომანი მინდორზე შეხვედრის ბოლოსკენ გამოვიდა.

პოლონეთის ნაკრებმა ანდორას სძლია, ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა. 31 მარტს პოლონელები ლონდონში ინგლისს დაუპირისპირდებიან, მაგრამ ლევანდოვსკის გარეშე, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო.

ავსტრიელებმა ფარერები დაამარცხეს - 3:1. დავიდ ალაბამ ასისტი მიითვალა. 31 მარტს ავსტრიელები ჯგუფის ლიდერს დანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


29-03-2021