სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა

პირველი დარტყმა კარების მიმართულებით ჩანმა განახორციელა, მაგრამ ააცილა. მეცხრე წუთზე საგოლე მომენტი ჰავერც შეექმნა, კაი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოახერხა. ხუთ წუთში რუმინელებმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, ბურთი კარებს ასცდა. მე-16 წუთზე გნაბრიმ ანგარიში გახსნა - 0:1! მშვენიერი გადაცემა სერჟს კაი ჰავერცმა გაუკეთა. 3 წუთში მანშაფტს ზედიზედ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ჯერ ხარიხამ, მერე კი მეკარემ მოიგერიეს. გნაბრის მორიგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სერჟს დარტყმა ვერ გამოუვიდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით, 0:1 გავიდნენ.

50-ე წუთზე გორეცკამ გაისროლა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. გნაბრის მშვენიერი დრიბლინგი, ისევ მეკარემ იყოჩაღა. რუმინელების კიპერი საოცრებებს სჩადიოდა. გუნდოგანის დარტყმასაც გადაეღობა. გნაბრის და ზანეს ორსვლიანი კომბინაცია, ბურთი შორეულ კუთხეს ოდნავ სცდება. რუმინეთის მეკარემ მორიგი სეივი შეასრულა. ბოლო წუთებზე მანშაფტი ბურთს ფლობდა და დროს ნელ-ნელა იყვანდა. ამის გამო კინაღამ დაისაჯა. მასპინძლებმა ორი კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მანშაფტმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ოთხშაბათს საღამოს ლიოვის შეგირდები ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებენ.


28-03-2021