სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტმა ისლანდია დაჩაგრა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებმა ისლანდიას ანგარიშით 3:0 მოუგო. სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა: მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, სერჟ გნაბრი და ლეროი ზანე. უკვე მესამე წუთზე ბაიერნელების მიერ სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ გორეცკამ ანგარიში გახსნა. საგოლე შეტევაში მონაწილეობა ასევე კიმიხმა და გნაბრიმ მიიღეს. ოთხ წუთში გნაბრის გადაცემის შემდეგ ჰავერცმა მეორე ბურთი შეაგდო. შეხვედრა გერმანელების დიდი უპირატესობით წარიმართა. მეორე ნახევარში გუნდოგანმა გნაბრის ასისტის შემდეგ მესამე ბურთი შეაგდო. 70-ე წუთზე სერჟს თავისი ბურთი გატანა შეეძლო, მაგრამ ძელს გაარტყა. 78-ე წუთზე ნაკრებში დებიუტი 18 წლის ჯამალ მუსიალამ იზეიმა. მატჩი მცირე ტრავმის გამო ნიკლას ზულემ გამოტოვა. კვირას საღამოს რუმინელებთან გასვლით შეხვედრაში მცველის დაბრუნება გამორიცხული არ იქნება.

რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრები მარცხისგან იხსნა. ბუდაპეშტში მეტოქეებმა მთელი თრილერი დადგეს. 82-ე ბაიერნის თავდასხმელმა ანგარიში გაათანაბრა და ნაკრებს ქულა მოუტანა (3:3).

შოტლანდიაში დავიდ ალაბას ნაკრებმა ქულა მოიპოვა (2:2). ყველა გოლი მეორე ნახევარში გავიდა. ბაიერნის მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.


26-03-2021