სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო

მატჩი გორეცკას გოლით დაიწყო. ბაიერნელებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს: კიმიხმა გნაბრიზე ჩააწოდა, რომელმაც გორეცკა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, 1:0! მანშაფტის მეორე შეტევაც გოლით დასრულდა. შედეგიანი შეტევა ისევ კიმიხმა წამოიწყო, ბურთი ზანეს გადასცა, რომელმაც ჰავერცი მონახა, 2:0! 26-ე წუთზე ისლანდიამ პირველი მომენტი შექმნა, რიკოშეტის შემდეგ ბურთმა შორეულ კუთხესთან ჩაიარა. მანშაფტი აშკარა გოლს გადაურჩა. ტაიმის მიწურულს რუდიგერის თაური დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ. პირველი 45 წუთი მანშაფტის დიდი უპირატესობით წარიმართა.

მეორე ტაიმი ისლანდიამ აქტიურად დაიწყო, მაგრამ 57-ე წუთზე საკუთარ კარებში მორიგი გოლი მიიღო. საშუალო დისტანციიდან ზუსტი დარტყმა გუნდოგანს გამოუვიდა, 3:0! 78-ე წუთზე მინდორზე მუსიალა გამოვიდა, რომელმაც მანშაფტში დებიუტი იზეიმა. მატჩის მიწურულს თამაშის ტემპი დაეცა. მანშაფტმა შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. კვირას საღამოს ლიოვის შეგირდები გასვლაზე რუმინეთს დაუპირისპირდებიან.


26-03-2021