სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის 50-ე მატჩი ბუნდესლიგაში

ჰანზი ფლიქს სანაკრებო პაუზაზე გასვლა აუცილებლად გამარჯვებით სურდა. მიუხედავად იმისა, რომ 80 წუთის განმავლობაში ბაიერნი შტუტგარტთან შეხვედრაში კაცნაკლული შემადგენლობით თამაშობდა, რეკორდმაისტერმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ამავდროულად ფლიქმა მცირე იუბილე აღნიშნა - ბუნდესლიგის ფარგლებში 50-ე მატჩი რეკორდმაისტერის თავკაცის პოსტზე.

ამ შეხვედრებში 56 წლის სპეციალისტმა 40 გამარჯვება მოიპოვა - 5 ფრე და 5 წაგება, რაც საერთო მოგებების 80%-ს შეადგენს. უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ პეპ გუარდიოლას ჰქონდა (102 მატჩში - 80,4%).

უფრო შთამბეჭდავია გუნდის შედეგიანობა - 50 მატჩში ბაიერნმა მეტოქეების კარები 153 ჯერ დალაშქრა! სანაკრებო ბანაკებში გუნდის ნაწილი მშვენიერი განწყობით გაემგზავრა.

"დანარჩენი ფეხბურთელები მიუნხენში ვარჯიშს განაგრძობენ, მაგრამ მანამდე მათ და ასევე სამწვრთნელო შტაბის წევრებს დასასვენებლად რამდენიმე დღე მიეცემა. ვფიქრობ, რომ ეს პაუზა ყველამ დაიმსახურა", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.

შესვენების დასრულების შემდეგ ბაიერნი მნიშვნელოვან შეხვედრას ლაიპციგის წინააღმდეგ გამართავს. შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ფარგლებში პსჟ-ს დაუპირისპირდება.


23-03-2021