სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ემოციური რადიო მიულერი

მიულერის მშვენიერი თამაშის გამო ბაიერნმა ვერ იგრძნო, რომ თითქმის 80 წუთის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა. უკვე წინასამატჩო მოთელვაზე "რადიო მიულერი" თანაგუნდელებს ხმამაღალ რჩევებს აძლევდა.

დეივისის გაძევების შემდეგ ვეტერანმა პარტნიორებს გასძახა: "გამოწვევის წინაშე ვართ. საკუთარი ძალის დემონსტრირება გვმართებს".

მიულერი ახალ პოზიციას მომენტალურად შეეჩვია. დეივისის წითელი ბარათის შემდეგ თომასს საყრდენ ზონაში გადასვლა მოუწია, რადგანაც ალაბა დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაიწია.

მიულერის დახმარებით გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. თვითონ თომასმა ზანეზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, შემდეგ ლეროიმ ბურთი გნაბრის უპასა, რომელმაც გოლი მიითვალა.

ცვლილების შემდეგ "რადიო მიულერმა" მუშაობა არ შეწყვიტა. სათადარიგო სკამიდან ვეტერანი ხმამაღალი რჩევების გაკეთება განაგრძო.


22-03-2021