სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და რეკორდები

ლევანდოვსკიმ პირველად კარიერაში, ბუნდესლიგის ფარგლებში, ჰეთ-ტრიკი შესვენების დაწყებამდე შეასრულა. რობერტმა ისევ დაამტკიცა, რომ ისეთი თავდასხმელია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. შტუტგარტის კარებში პოლონელმა პირველი ბურთი მარჯვენა ფეხით, მეორე თაური დარტყმით, მესამე კი ცაციათი შეაგდო.

ამ ჰეთ-ტრიკის დახმარებით ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში უკვე 271 გოლი დაუგროვდა. მან კლაუს ფიშერს გადაუსწრო (268 გოლი). წინ მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია (365 გოლი).

26 ტურის შემდეგ რობერტს უკვე 35 გატანილი ბურთი აქვს. მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. წინა ჩემპიონატის განმავლობაში ლევანდოვსკის აქტივში 34 გოლი ჰქონდა.

26 ტურის შემდეგ 31 გოლი გერდ მიულერს ჰქონდა. ლევანდოვსკიმ ეს რეკორდი უკვე მოხსნა (35 გოლი). საკუთარი მაჩვენებლების მიხედვით, რეკორდმაისტერის 9 ნომერს უკვე 9 ბურთით მეტი აქვს გატანილი, ვიდრე სხვა ნებისმიერ სეზონში მიმდინარე დროს ჰქონდა.

რეკორდმაისტერი ბურთს უკვე 61 შეხვედრის განმავლობაში იტანს. მიუნხენელებმა საკუთარი რეკორდი გაიმეორეს (2013/14 წწ.), როდესაც გუნდს პეპ გუარდიოლა ხელმძღვანელობდა. სანაკრებო პაუზის დროს ბაიერნელებს მომდევნო რეკორდების გაუმჯობესება შეუძლიათ. მიმდინარე ჩემპიონატის 26 მატჩში ბაიერნმა 78 ბურთი გაიტანა. წარსულში ესეთი მაჩვენებლისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია.


21-03-2021