სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი აიაქსისთვის მზადდებას შეუდგა

"რასაკვირველია, ყველა პირველ რიგში უკანასკნელ 2 მატჩს ხედავს. მე 9-ვე მახსოვს. 9 შეხვედრის შემდეგ ერთი მარცხი არც ისეთი ცუდი შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა მოთხოვნილებები გაგვაჩნია", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"წარმატება ყოველთვის ბრუნდება. ფეხბურთისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უკანასკნელ ორ შეხვედრაში იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. მაგრამ ბურთების გატანას ისევ დავიწყებთ", განაცხადა მანუელ ნოიერმა.

მიუნხენში დაბრუნებიდან 1,5 საათის შემდეგ კოვაჩმა ვარჯიში ჩაატარა. ფეხბურთელების უმრავლესობამ ტრენაჟორების ცენტრში იმუშავა. 6 ფეხბურთელმა მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ბურთებით ივარჯიშა. ეს მოთამაშეები მიულერი, გნაბრი, მარტინეზი, ულრაიხი, ჰუმელსი და ვაგნერი იყვნენ. მათ პროგრამაში სირბილი, გადაცემების შესრულება და კარებში დარტყმების განახორციელება ჰქონდათ დასახული.

ხორვატი სპეციალისტის გადაწყვეტილებით კვირა დღეს ფეხბურთელებს დასვენებისთვის პაუზა მიეცემა. ჩემპიონთა ლიგის მატჩს გუნდი საუკეთესო ტონუსში უნდა შეხვდეს.

"წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა გველის. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აიაქსის წინააღმდეგ და ბუნდესლიგაში გლადბახთან, სადაც ქულების მაქსიმუმის აღება გვმართებს", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


29-09-2018