სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ 33-ე, 34-ე და 35-ე გოლები მიითვალა

სასტარტო წუთები შტუტგარტმა ძალიან აქტიურად დაიწყო. შვაბებმა კუთხურიც ჩამოაწოდეს. ორი დარტყმა განახორციელეს. მიუნხენელებმა ბურთზე კონტროლი ვერ გაამწესეს. მე-8 წუთზე კულიბალი ბოატენგზე დაჯარიმდა. ნელ-ნელა ბაიერნელები დაიქოქნენ და მე-10 წუთზე კარგი მომენტი გორეცკას შეექმნა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. დეივისი ორთაბრძოლაში ხისტად შევიდა, მსაჯმა კანადელს ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ VAR-ის გამოყენების შემდეგ არბიტრმა მცველი მინდვრიდან გააძევა. კალაიჯიჩს მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მის თაურ დარტყმას ნოიერი დაეუფლა. ზანეს დარტყმა მცველმა დაბლოკა, ბურთი კუთხურზე გადავარდა. პირველი რეალური შანსი ლევანდოვსკიმ გოლად აქცია. გნაბრის მშვენიერი გადაცემის შემდეგ პოლონელმა ბურთი ერთი შეხებით კარებში გადააგზავნა. ბაიერნი გაბრაზდა! 23-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ გნაბრიმ შვაბების კარები მეორედ დალაშქრა, 2:0! რეკორდმაისტერი გაჩერებას არ აპირებდა. ერთ წუთში ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, 3:0! პოლონელმა კარები ლამაზი თაური დარტყმით დალაშქრა! ზანეს დარტყმა რიკოშეტის შემდეგ კარებისკენ წავიდა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 4:0! პოლონელს აქტივში უკვე 35 გოლია. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი შტუტგარტმა ისევ აქტიურად დაიწყეს. რამდენიმე ჩაწოდება მცველებმა გაანეიტრალეს. ზულემ მშვენიერი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ დარტყმა ნაკლებად გამოუვიდა. ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. ნოიერის მორიგი სეივი, კაპიტანმა თაური დარტყმა მოიგერია. გონსალესის დარტყმა ბოატენგმა დაბლოკა. მეტოქის თავდასხმელი კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა. ზანეს დარტყმა მეკარემ დაიჭირა. აღსანიშნავია, რომ შვაბების კარების დარაჯმა პირველი სეივი შეასრულა. ლევანდოვსკის პოკერი უნდა შეუსრულებინა, მაგრამ თავდასხმელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. ფლიქმა ლევანდოვსკი თამაშიდან მოხსნა და მინდორზე ჩუპო მოტინგი გამოიყვანა. ზანე ლამაში დარტყმა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. ჩუპო მოტინგის თაურის შემდეგ მეკარე ბურთს დაეუფლა. ისევ ჩუპო მოტინგი, ამჯერად ცაციით, მაგრამ კარებს ააცილა. ლამაზი შეტევის შემდეგ საშუალო დისტანციიდან გორეცკამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. კომანის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. პავარმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა, მაგრამ მის დარტყმას მეკარე დაეუფლა. ბაიერნი სანაკრებო პაუზაზე გამარჯვებით გავიდა! 4-ქულიანი უპირატესობა შენარჩუნდა.


20-03-2021