სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კანი: წილისყრამ ლისაბონის ფინალი გამახსენა

"წილისყრის შედეგად ძალიან ძლიერი მეტოქე მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეგრევე ლისაბონის ფინალი გამახსენდა. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. აქედან გამომდინარე, ამოცანა გვირთულდება. მათი შეტევის ხაზი ძალიან განთქმულია. ნეიმარს და მბაპეს ნებისმიერ მომენტში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ფრანგულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავთ. მაურიციო პოჩეტინო დიდ მნიშვნელობას დაცვის ხაზის სტაბილურობას ანიჭებს. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ. გამარჯვების მოპოვება ჩვენც გვჭირდება", განაცხადა ოლივერ კანმა.


19-03-2021