სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მეოთხედფინალურ სტადიაზე მხოლოდ ძლიერ მეტოქეს მივიღებდით. ეს ევროპის საუკეთესო 8 გუნდია. ორივე მატჩში ძლიერი თამაშის დემონსტრირება მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს. პსჟ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკვე ნაჩვენები გვაქვს, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება".

"პარასკევს ნოიერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ვარჯიშზე ძლიერი დატვირთვებისგან თავი შევიკავეთ. დილით იოზუა კიმიხი ექიმთან იყო. მას გრიპის სიმტომები აწუხებდა. მის მდგომარეობას შაბათს დავხედავთ. მე იოზუასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მითხრა რომ თამაშს შეძლებს. მანუ კარგად გამოიყურება. როდესაც თამაშს შეძლებს, აუცილებლად ითამაშებს".

"მუსიალამ ნაკრებში არ უნდა ინერვიულოს. საქმეს მშვიდად უნდა შეუდგეს, ისევე როგორც ამას კლუბში აკეთებს. მშვენიერი ფეხბურთელია".


19-03-2021