სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს საღამოს ბაიერნი შტუტგარტს 104-ედ შეხვდება. აქედან მიუნხენელებმა 65 მატჩის მოიგეს, 20 ფრედ დაასრულეს და 18 მეტოქეს სასარგებლოდ დამთავრდა. საკუთარ მოედანზე რეკორდმაისტერმა შვაბებს 35-ჯერ მოუგო (10 ფრე და 6 მარცხი).

გასულ 103 დუელში გუნდებმა 328 ბურთი შეაგდეს (საშუალოდ ერთ მატჩში - 3,18 გოლი). სამხრეთულ დერბიში ნულოვანი ფრე მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა, სამივეჯერ შტუტგარტში ჩატარებულ შეხვედრებში.

რობერტ ლევანდოვსკი და საშა კალაჯიჩი მეორე წრის საუკეთესო ბომბარდირები არიან. ბაიერნელს აქტივში 10 გოლი აქვს, შტუტგარტელს ორით ნაკლები.

25 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერს 74 გოლი დაუგროვდა. იგივე მაჩვენებელი გუნდს 1973/74 წწ. და 2013/14 წწ. სეზონებში ჰქონდა. 1971/72 წწ. სეზონში ბაიერნმა რეკორდი დაამყარა - 101 გოლი. მიმდინარე კონდიციების შენარჩუნების შემთხვევაში მიუნხენელებს დარჩენილ 9 ტურში რეკორდის მოხსნა შეუძლიათ.

ჰანზი ფლიქისთვის შეხვედრა შტუტგარტის წინააღმდეგ, ბუნდესლიგის ფარგლებში, საიუბილეო 50-ე იქნება. გასულ 49 მატჩიდან მწვრთნელმა 39 გამარჯვება მოიპოვა (5 ფრე და 5 მარცხი). გამარჯვებათა საუკეთესო პროცენტი (79,6) მხოლოდ პეპ გუარდიოლას ჰქონდა (80,4).

ბაიერნმა, მეორე ბუნდესლიგიდან დაბრუნებული გუნდების წინააღმდეგ, უკანასკნელი საშინაო 27 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (24 მოგება და 2 ფრე). საინტერესო ფაქტი, ეს მარცხი რეკორდმაისტერმა ზუსტად რომ შტუტგარტთან იწვნია. ეს 2017/18 წლის უკანასკნელ ტურში მოხდა, როდესაც მიუნხენელებს ვერცხლის სინის მოპოვება უკვე განაღდებული ჰქონდათ.


19-03-2021