სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

პირველი წუთებიდან კიმიხმა პარტნიორები შეტევაზე წაიყვანა. ნახევარმცველს არ სურდა, რომ გუნდის მეოთხედფინალში გასვლას რამე საფრთხე ჰქონოდა. "გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ყოველივე შეხვედრის მოგება გვინდა. ეს ჩვენ დნმ-ში არის ჩასახული", განაცხადა კიმიხმა. რეკორდმაისტერმა ლაციოზე დამსახურებული გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იოზუა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც ყოველთვის, ბაიერნის ნახევარდაცვას ტონს ზუსტად კიმიხი აძლევდა. 26 წლის ფეხბურთელმა მეტოქის გადაცემები ყველაზე მეტჯერ ჩაჭრა. ორთაბრძოლებში ბოლომდე შედიოდა. საკუთარ გუნდს ბურთი 10-ჯერ დაუბრუნა. მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობა 88.9%-ს უდრიდა.

ამას დამატებული ნახევარმცველი შეტევებს აქტიურად ქმნიდა. თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა და შეტევებში ჩართვა არ ავიწყდებოდა. ბაიერნის შემადგენლობაში მან დასარტყმელად ყველაზე მეტი გადაცემა შეასრულა (4). საკუთარი ქმედებებით იოზუამ გუნდის მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი წვლილი შეიტანა.


18-03-2021