სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

მეოთხედფინალურ სტადიაზე ბაიერნი მე-19-ედ გავიდა, რაც ტურნირის რეკორდია. ბარსელონას ერთით ნაკლები აქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდმაისტერის დაუმარცხებელი სერია 19 მატჩს შეიცავს (18 გამარჯვება და ფრე). ფლიქის გუნდმა კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2001-02 წწ. დაფიქსირდა (13 გამარჯვება და 6 ფრე).

შაბათს საღამოს ჰანზი ფლიქმა მცირე იუბილე აღნიშნა. ლაციოს შეხვედრა ბაიერნის მწვრთნელისთვის გუნდის სათავეში 75-ე აღმოჩნდა. ამ მატჩებში ფლიქმა 63 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 5 მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ფლიქის ხელმძღვანელობით 16 მატჩიდან 15 მოიგო (და ფრე).

73-ე წუთზე ჩუპო მოტინგმა ბურთი შეაგდო. ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავდასხმელმა წუთში 58 წამში მეტოქის კარები დალაშქრა. რეკორდმაისტერის რიგებში ჩუპო მოტინგმა უკვე 5 გოლი მიითვალა (2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ბუნდესლიგაში და 2 გერმანიის თასზე).

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 35 მატჩში 39 ბურთი გაიტანა. ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ჰოლანდია, რომელსაც 31 გოლი აქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე რობერტ ლევანდოვსკიმ უკვე 13 პენალტი გამოიყენა (11 ბაიერნში და 2 დორტმუნდში). ლაციოსთან შეხვედრაში თავდასხმელმა 5 დარტყმა განახორციელა. იგივე რაოდენობის დარტყმები მთელ ლაციოს ჰქონდა.

მეოთხედფინალურ სტადიაზე 4 გერმანელი მწვრთნელი გავიდა: ფლიქი, კლოპი, ტუჰელი და ტერზიჩი. ტურნირის ისტორიაში არც ერთს ნაციას ესეთი მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.


18-03-2021