სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ მორიგი ბურთი გაიტანა

პირველი მომენტი ბაიერნმა მეოთხე წუთზე შექმნა. ლევანდოვსკიმ თავით ბურთი მეკარეს საჯარიმოში ჩააგდო, მაგრამ მცველმა მოიგერია. მაგრამ პირველი დარტყმა კარების მიმართულებით ლაციომ განახორციელა. ბურთი ნუბელის კარს ასცდა. მეათე წუთისთვის იტალიელებმა ბურთზე კონტროლი გაამწესეს. მაგრამ ერთ-ერთი ეპიზოდის შემდეგ გარღვევა ზანეს გამოუვიდა, მისი დარტყმა შორეულ კუთხეს ოდნავ ასცდა. მე-15 წუთზე თამაშში ჩართვა ნუბელს მოუწია. ნოიერის შემცვლელი თაურ დარტყმას დაეუფლა. 27-ე წუთზე მინდვრის ცენტრალურ წრესთან ლევანდოვსკიზე უხეშად რადუმ ითამაშა, რომაელმა ყვითელი ბარათი მიიღო. ზანეს მორიგი დარტყმა, მაგრამ ისევ არაზუსტი. 32-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების დროს საჯარიმოში ბოატენგი წააქციეს. მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა, 1:0! 40-ე წუთზე გნაბრის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი უკვე მილინკო-სავიჩმა მიიღო. ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კედელს გაარტყა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

პაუზის დროს ფლიქმა ერთი ცვლილება გააკეთა, მინდორზე ბოატენგის ნაცვლად ზულე გამოვიდა. 46-ე წუთზე ხელსაყრელი მომენტი ლევანდოვსკი ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარეს ახლო დუელში ვერ აჯობა. კიდევ ერთი ლამაზი კომბინაცია, დასრტყმელ პოზიციაზე ისევ ლევანდოვსკი გაიყვანეს, მაგრამ მცველებმა მისი დარტყმა დაბლოკეს. შემდგომ 10 წუთში ბაიერნი ბურთს აკონტროლებდა და კვადრატებს ათამაშებდა. დეივისს გადაცემის შესრულების 3 მცდელობა მიეცა, მაგრამ ბურთი მცველებმა მოიგერიეს. 67-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ფლიქმა თამაშიდან მიულერი და ლევანდოვსკი მოხსნა. მათ ნაცვლად მინდორზე მუსიალა და ჩუპო მოტინგი გამოვიდნენ. ნუბელმა სეივი შეასრულა, მაგრამ მანამდე მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. 73-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის გათამაშების შემდეგ ახლად გამოსულმა ჩუპო მოტინგმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. 82-ე წუთზე ლაციომ ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1... სამ წუთში აჩერბის თაური დარტყმა კარებს ზემოდან ცოტათი ასცდა. რეკორდმაისტერი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მეტოქეს ფლიქის გუნდი პარასკევს დღისით გაიგებს.


18-03-2021