სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის შთამბეჭდავი სტატისტიკა

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკიმ 103 შეხვედრაში 102 ბურთი შეაგდო. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგში მეათე ადგილიდან მეორეზე გადავიდა. საუკეთესო ათეულში თავდასხმელი 2017 წლის დეკემბერში შევიდა. იმის შემდეგ 243 მატჩში პოლონელმა 166 ბურთი გაიტანა. წინა უქმეებზე ბუნდესლიგის ფარგლებში ჩატარებულ 345 მატჩში მან 268-ე ბურთი შეაგდო და ამ მაჩვენებლით კლაუს ფიშერს დაეწია.

გერმანიის ჩემპიონატში ლევანდოვსკი ბურთს საშუალოდ 107 წუთში ერთხელ იტანს. მიმდინარე სეზონში რობერტი წარმოუდგენელ შედეგიანობას აჩვენებს - 64 წუთში საშუალოდ ერთი გოლი. პოლონელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლეგიონერი გახდა. მან უკან პიზარო ჩამოიტოვა, რომელსაც 197 გოლი აქვს. ცოტა ხნის წინ ჰაინკესს გადაუსწრო (266 გოლი). წინ მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია, რომელსაც აქტივში 365 გოლი აქვს.


17-03-2021