სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

სტატისტიკის გათვალისწინებით, ბაიერნი ერთი ფეხით უკვე მეოთხედფინალშია, რადგანაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიის განმავლობაში გუნდი, რომელმაც პლეიოფის პირველ მატჩში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა შემდეგ რაუნდში აუცილებლად გადიოდა. ამ სეზონამდე ეს 88 კლუბმა მოახერხა და 88-ავე შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ლაციო ბაიერნთან გასვლაზე პირველად ითამაშებს. 21 გუნდს, რომლებსაც მიუნხენურ სტადიონზე დებიუტი ჰქონდათ, გამარჯვება ვერ მოიპოვეს. რეკორდმაისტერმა 20 დაამარცხა და ერთთან ფრე ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის წაუგებელი სერია უკვე 18 მატჩს შეიცავს (17 გამარჯვება და ფრე). ოთხშაბათს წარმატებული შედეგის შემთხვევაში, მიუნხენელები საკუთარ რეკორდს გაიმეორებენ (19 მატჩი მარცხის გარეშე 2001-02 წწ.). უკეთესი სერია მხოლოდ მანჩესტერს (25 მატჩი 2007-09 წწ.) და აიაქსს (19 მატჩი 1994-96 წწ.) ჰქონდათ.

2019 წლის თებერვლიდან დაწყებული (0:0, ენფილდზე) ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი ზედიზედ 19 მატჩში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა (საშუალოდ 3,5 გოლი). უკანასკნელ 13 მატჩში ლაციოს მონაწილეობით ბურთს ორივე გუნდი იტანდა.

ჰანზი ფლიქის სამწვრთნელო პოსტზე მოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდმაისტერმა 6-ივე საშინაო მატჩი მოიგო (საერთო ანგარიშით, 18:3). რომაელებს კი გასვლით შეხვედრებში თამაში უჭირთ, 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (5 ფრე და 9 მარცხი).

მიუნხენელებმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ უკანასკნელი საშინაო 4 შეხვედრა მოიგეს. ალიანც არენაზე გამართული 9 მატჩიდან რეკორდმაისტერმა 7 მოიგო (ფრე და წაგება).

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, 12 ჩატარებულ შეხვედრაში 14 ბურთი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. ფლიქის ხელმძღვანელობის დროს იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი მინდორზე გამოდიოდა ბაიერნი შეხვედრას აუცილებლად იგებდა. ამავდროულად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 31 მატჩში 33 ქულა დააგროვა (28 გოლი და 5 ასისტი).


15-03-2021