სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა ბრემენი ისევ დააჩოქა

თომას მიულერმა თავის საყვარელ მეტოქესთან ბრემენთან ისევ მშვენიერი თამაში აჩვენა. შაბათს საღამოს შემტევმა ნახევარმცველმა 2 ასისტი მიითვალა. ბაიერნმა "მუსიკოსები" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შესაბამისად, 31 წლის ვეტერანმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

პირველი გოლის დროს კიმიხის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მიულერმა გორეცკაზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, ლეონს ხელსაყრელი პოზიდიიდან ბურთის მხოლოდ კარებში გადაგზავნა კი რჩებოდა. მეორე გადაცემა მიულერმა აკრობატულ სტილში შეასრულა. კიმიხის ჩაწოდების შემდეგ თომასმა ბურთი მკერდით დაამუშავა და პასი გნაბრიზე გააკეთა. "გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დასახული მიზანი იყო - ამის გაკეთება შევძელით. ჩვენთვის ეს შემდგომი ეტაპია. კმაყოფილები ვართ. მოპოვებული გამარჯვების სტილი მოგვეწონა", თქვა თომას მიულერმა.

დიდი ხნის განმავლობაში ბრემენი მიულერის საყვარელი მეტოქე გახდა. "მუსიკოსების" წინააღმდეგ ჩატარებულ 23 შეხვედრაში თომასმა 10 გოლი და 16 ასისტი მიითვალა. ეს რეკორდული მაჩვენებელია.


14-03-2021